Belive

ტენ ჰაგი: "დიდებულად ვითამაშეთ, 4 ქულას ვიმსახურებდით" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სტემფორდ ბრიჯზე" შემდგარი საოცარი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც "ჩელსიმ" და "აიაქსმა" 4-4 გოლი გაიტანეს, ამსტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა. "მიმაჩნია, რომ "ჩელსისთან" შეხვედრებში 4 ქულის მოპოვებას ვიმსახურებდით. დღეს ჩვენ მშვენივრად ვითამაშეთ, შეხვედრა ჩვენი კარნახით წარიმართა, 4:2-ზე სიტუაციას ვაკონტროლებდით.  წინ კიდევ 2 მატჩია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ფლეი-ოფის საგზური მოვიპოვოთ და ჩემპიონთა ლიგაში ზამთრის შესვენების შემდეგაც ვითამაშოთ",-თქვა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, ჰოლანდიის ჩემპიონი, "არისტოკრატებს" 4:1 ამარცხებდა, თუმცა ჯანლუკა როკიმ "ღმერთის შვილებს" 2 ცენტრალური მცველი გაუძევა და 11-მეტრიანი დაუნიშნა, საბოლოოდ, ლონდონელებმა გათანაბრება მოახერხეს და ტენ ჰაგს 3 ქულა არ გაატანეს.

სხვა სტატიები