Belive

ტენ ჰაგი: ,,ვფიქრობ, რონალდუს შეუძლია, შარშანდელი შედეგი გაიმეოროს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, ჰკითხეს, შეუძლია თუ არა კრიშტიანუ რონალდუს გასული სეზონის შედეგის გამეორება, რომელშიც პორტუგალიელმა 24 გოლი გაიტანა.

,,ყველაფერი მხოლოდ რონალდუზეა დამოკიდებული. თუ დააკვირდებით, კრიშტიანუ რამდენ შანსს ქმნის თითოეულ მატჩში, მაშინ შეამჩნევთ, რომ პოზიციის სწორად შერჩევას ისევ ახერხებს.

ვფიქრობ, რონალდუს შეუძლია, რომ შარშანდელი შედეგი გაიმეოროს,'' - ტენ ჰაგის სიტყვებს BBC-ი ციტირებს.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' ,,შერიფს'' უმასპინძლა და 3:0 მოუგო. მატჩში ერთი გოლი რონალდუმ გაიტანა.

მიმდინარე სეზონში 37 წლის პორტუგალიელის ანგარიშზე ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცეაა.

სხვა სტატიები