Belive

ტენ ჰაგმა განმარტა, რატომ არ ათამაშა რონალდუ მანჩესტერ სიტისთან მატჩში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ,,მანჩესტერ სიტისთან'' მარცხის შემდეგ, უპასუხა შეკითხვას თუ რატომ არ ათამაშა კრიშტიანუ რონალდუ.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე არც მეორე ტაიმში გამოჩენილა. პირველი ნახევრის შემდეგ ,,ქალაქელები'' მეტოქეს 4:0-ს უგებდნენ.

,,ასეთი გადაწყვეტილება რონალდუს დიდი კარიერისადმი პატივისცემის გამო მივიღე. გარდა ამისა, მარსიალი ვათამაშე, რომელსაც დრო სჭირდება,'' - განაცხადა ტენ ჰაგმა.

პრემიერლიგის მე-9 ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' უმასპინძლა და 6:3 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში რონალდუს ანგარიშზე ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში 1 გოლია.

სხვა სტატიები