Belive

"ტენ ჰაგმა მანჩესტერი გააძლიერა" - ხავი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, UEFA-ს ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

პირველივე 1/16-ფინალურ წყვილში მოვლენები საკმაოდ დრამატულად განვითარდა, რის შედეგადაც გულშემატკივარი "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებას იხილავს.

წილისყრის დასრულების შემდეგ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ერიკ ტენ ჰაგის მეთაურობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალზედ გაძლიერდა.

"რთული დაპირისპირება გველის. ჩვენ მოგვიწევს მანჩესტერში ჩასვლა და ისტორიული გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც ერიკ ტენ ჰაგის მეთაურობით საკმაოდ გაძლიერდა. "იუნაიტედს" ინდივიდუალურად გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს".

"დიახ, ევროპა ლიგაზე ურთულესი მეტოქე შეგვხვდა. საოცარი ბრძოლა გველის და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. შესაძლოა ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, ჩვენი ფეხბურთელები უფრო მოტივირებული აღმოჩდნენ - რაც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება".

სხვა სტატიები