Belive

ტენ ჰაგმა მანჩესტერის ფეხბურთელები დასაჯა!

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა - ერიკ ტენ ჰაგმა კლუბის ფეხბურთელები დასაჯა. 14 აგვისტოს, 30 გრადუსიან სიცხეში, მთავარმა მწვრთნელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს დასვენების დღე გაუუქმა და 13.8 კილომეტრი არბენინა. აღსანიშნავია, რომ "ბრენტფორდის" ფეხბურთელებმა მატჩის დროს "წითელ ეშმაკებთან" შედარებით, 13.8 კილომეტრით მეტი ირბინეს. "წითელმა ეშმაკებმა" უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირეს და პრემიერ ლიგის საწყის 2 ტურში მარცხი განიცადეს. პირველ ტურში "ბრაიტონთან" მინიმალური სხვაობით დამარცხების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" განადგურდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგი მასზე გაცემულ ავანსებს ჯერჯერობით ვერ ამართლებს - შესაბამისად, სპეციალისტი ყველა ღონეს ხმარობს გუნდში არსებული მძიმე ვითარების გამოსასწორებლად. მორიგი ურთულესი გამოცდის ჩაბარება მანჩესტერულ გრანდსა და ტენ ჰაგს პრემიერ ლიგის მე-3 ტურში მოუწევთ, რომელშიც "მანკუნიანელები" მოსისხლე მტერს - "ლივერპულს" უმასპინძლებენ. "ოცნებების თეატრში" გამართული ინგლისის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის უკანასკნელი დაპირისპირება, "იუნაიტედის" განადგურებით, 0:5 დასრულდა. ჯამში, პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონში გამართულ 2 შეხვედრაში, "ლივერპულმა" მეტოქე ორივე მატჩში გაანადგურა და 9 უპასუხო გოლი გაუტანა. 24.10.2021 - "მანჩესტერ იუნაიტედი" 0:5 "ლივერპული" 19.04.2022 - "ლივერპული" 4:0 "მანჩესტერ იუნაიტედი"

სხვა სტატიები