Belive

ტეო ერნანდესი: "იბრაჰიმოვიჩმა ზედმეტი წონის გამო მისაყვედურა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიმდინარე სეზონში "მილანის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი 23 წლის მარცხენა მცველი ტეო ერნანდესია, რომელიც გუნდის წარმატებულ ასპარეზობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად აღებული ახალგაზრდა მცველმა "როსენერის" მაისური 33-ჯერ მოირგო. ერნანდესის თქმით, როდესაც მას შვებულება დაუმთავრდა და კლუბში დაბრუნდა, საუკეთესო ფორმაში არ იყო, რაც არ გამოჰპარვია 39 წლის შვედ თავდამსხმელს და ამის გამო ახალგაზრდა მოთამაშეს უსაყვედურა კიდეც. Sportweek-თან ინტერვიუში "მილანის" მარცხენა მცველმა განაცხადა:  
"ზლატანმა თავდაჯერებულობა შეგვმატა, ბევრ სასარგებლო რჩევას გვაძლევს. ხანდახან გვსაყვედურობს კიდეც, თუმცა ამას ყოველთვის ჩვენი მოტივირების მიზნით აკეთებს". "როდესაც შვებულებიდან დავბრუნდი, იბრას ჩემი მომატებული წონა არ გამოჰპარვია და ამის გამო მისაყვედურა კიდეც. მან მკითხა, თუ ამ  90 კილოგრამით რანაირად ვაპირებდი თამაშს". "თუმცა მან ისიც მითხრა, რომ მე ძლიერი მოთამაშე ვარ და თუ ბევრს ვივარჯიშებ, შემიძლია საუკეთესო გავხდე".  "ვარჯიშის დროს ყველა მას მივყვებით და ვუჯერებთ, ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკეთესები გავხდეთ. საოცარი წელი გვაქვს, რაც ყველას დამსახურებაა". 
 სერია ა-ს მიმდინარე სეზონში "მილანმა" 26 ჩატარებულ შეხვედრაში 56 ქულის მოგროვება შეძლო. პიოლის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს და ლიდერ კონტეს "ინტერს" 6 ქულით ჩამორჩება. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია ა-ს ეგიდით გამართულ 14 შეხვედრაში 14 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები