Belive

ტეო ერნანდესმა მილანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მცველმა, ტეო ერნანდესმა, გუნდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალი კონტრაქტის თანახმად, 24 წლის ფეხბურთელი ,,როსონერიში'' 2026 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად რამდენიმე საათში დადასტურდება. ერნანდესი ,,მილანში'' 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ფრანგი მცველის ანგარიშზე იტალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 25 შეხვედრაში 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.


სხვა სტატიები