Belive

ტექნოლოგიური რევოლუცია ფეხბურთში - სიახლეები საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიცდება

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას იწყებს. პირველი ტურნირი, რომელზეც რამდენიმე სიახლე გამოიცდება, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი იქნება. საკონტინენტთაშორისო ტურნირი რომელზეც ევროპის ღირსებას ტომას ტუხელის ლონდონის "ჩელსი" დაიცავს, აბუ დაბიში 3 თებერვალს დაიწყება და 12-ში დასრულდება. აღნიშნულ ტურნირზე FIFA რამდენიმე სიახლის გამოცდას აპირებს. აქედან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რობოტი მსაჯის სისტემა იქნება. ფეხბურთელების კიდურებზე დაკვირვების ახალი სისტემა მიზნად ისახავს თამაშგარე მდგომარეობის მომენტალურად დაფიქსირებას და ინფორმაციის ვიდეო რეფერის სისტემისთვის (VAR) ნახევარ წამში გადაცემას. დეტალურად, აღნიშნული ტექნოლოგია იყენებს 12 კამერას, რომელიც სტადიონის სახურავზე იქნება განთავსებული და ყველა მოთამაშისა და ბურთის მოძრაობას ასახავს.
No description available.
ტექნოლოგია სხეულის 29 წერტილის მეშვეობით, ფეხბურთელების ანიმაციურ ჩონჩხს ქმნის, რომელზეც წვდომა წამის განმავლობაში 50-ჯერ არის შესაძლებელი, რათა თამაშგარე მდგომარეობის ამსახველი ხაზი ზუსტად იყოს განსაზღვრული.
FIFA-ს საფეხბურთო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დირექტორმა იოჰანეს ჰოლცმიულერმა აღნიშნა: "ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მონაცემთა ამ ახალ წყაროზე წვდომამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს თამაშზე გადაწყვეტილების მიღების პროცესების ოპტიმიზაციისა და ობიექტურობის გაზრდაზე. თუმცა, ჩვენ მხოლოდ განვითარების დასაწყისში ვართ და შესაძლო გამოყენების შემთხვევები საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს, რათა შევაფასოთ შესაძლებლობები საბოლოო განხორციელებამდე".  
FIFA-ს სურვილია, რომ აღნიშნული სიახლე, 2022 წლის განმავლობაში წარმატებულად გამოიცადოს და ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს და მას შემდეგ ფეხბურთში სრულფასოვნად დაინერგოს. "არისტოკრატები" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამოსვლას 9 თებერვალს ნახევარფინალური ეტაპიდან დაიწყებენ, ტურნირის ფინალური მატჩი 12 თებერვალს შედგება.  
No description available.

სხვა სტატიები