ტერ შტეგენი ბარსელონას დატოვებას არ აპირებს

კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეჩერებული მოლაპარაკებების მიუხედავად, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კატალონიური გრანდის დატოვებას არ აპირებს. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, გერმანელ კიპერს “ბარსელონასთან” კიდევ ორი წელი აკავშირებს.

2014 წელს განხორციელებული ტრანსფერის შემდეგ, ტერ შტეგენი “ბლაუგრანას” ერთ-ერთ გამოკვეთილ ფიგურად იქცა და მისი ბრწყინვალე შესაძლებლობები ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა.

“გამორიცხულია “ბარსელონას” ამ ზაფხულს დატოვება. ჩემს აგენტსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის უკვე შედგა პირველადი შეხვედრა. კორონავირუსის პანდემიის გამო, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვა მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ. იმ დროს, როდესაც უამრავი ადამიანი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის კონტრაქტზე საუბრის დრო არაა. მე და ჩემი ოჯახი ბარსელონაში თავს კარგად ვგრძნობთ”, – აღნიშნა ტერ შტეგენმა.

 

(180)

ტერ შტეგენი ბარსელონას დატოვებას არ აპირებს

სტატიის ავტორი
-