Belive

ტერ შტეგენი კარიერის ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ბოლო წლებში მოედანსა და მის მიღმა უამრავი პრობლემა დაუგროვდა. ცუდ შედეგებში გუნდის მეკარის ბრალეულობა ყველაზე მცირეა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს კარიერის ყველაზე ცუდი სეზონი აქვს. ესპანურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიკით, ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გერმანელი მეკარე ბურთების 58%-ის მოგერიებას ახერხებს. ეს ყველაზე ცუდი შედეგია "ატლეტიკოს" მეკარის, იან ობლაკის შემდეგ (50%). აღნიშნული მაჩვენებელი 29 წლის მეკარეს 70%-ზე დაბლა არ ჰქონია. ტერ შტეგენმა გასულ სეზონში 71% დააფიქსირა, 2016-17 წლებში (79%), ხოლო 2017-18-ში - 78%. მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მეკარემ ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაუშვა. კარის მშრალად შენახვა მან 6-ჯერ მოახერხა.

სხვა სტატიები