ტერ შტეგენის საოცარი სტატისტიკა

“ბარსელონას” გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი საოცარ ფორმაშია.

ტერ შტეგენმა საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა: გერმანელის კარში დარტყმული ბოლო 34 ბურთიდან, შტეგენმა 30 მოიგერია და მხოლოდ 4 გაუშვა.

“ბილბაოსთან” ჩატარებულ მატჩში, ტერ შტეგენმა 5 სეივი შეასრულა, კარი მშრალად შეინახა და მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

შეხვედრის შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელმა, სერხი რობერტომ აღნიშნა, რომ ტერ შტეგენი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. მისი თქმით, გერმანელმა საოცარი მატჩი ჩაატარა და ის საუკეთესოა.

(444)

ტერ შტეგენის საოცარი სტატისტიკა

სტატიის ავტორი
-