Belive

ტერ შტეგენმა განხეთქილება უარყო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ნაკრებისა და "ბარსელონას" კიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მასსა და მანუელ ნოიერს შორის განხეთქილება უარყო. უკანასკნელ დღეებში გერმანულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ორ მეკარეს შორის პირველი ნომრისათვის მიმდინარეობს ბრძოლა - ტერ შტეგენის მტკიცებით, მასსა და ნოიერს შორის არანაირი დაპირისპირება არ არის. "მანუელს არ ვებრძვი. ჩვენ საკმაოდ კარგი და პროფესიონალური ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთთან ხშირად ვლაპარაკობთ მაგრამ ეს საკითხი არასდროს გამხდარა დისკუსიის საგანი. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და არანაირ კონფრონტაციას არ აქვს ადგილი. ჩვენს შორის განხეთქილება და დაძაბულობა არაა და ერთმანეთში გასარკვევი არაფერი გვაქვს", - აღნიშნა ტერ შტეგენმა.

სხვა სტატიები