Belive

ტერ შტეგენს რონალდუზე, აზარზე და ოზილზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინდელ შეხვედრაში, სადაც "ბარსელონა" "მალიორკას" უპირისპირდებოდა მე-7 წუთზე ანგარიში გრიზმანმა მარკ ანდრე ტერ შტეგენის პასით გახსნა. გერმანელი კიპერისთვის მიმდინარე სეზონში ეს საგოლე გადაცემა  რიგით მეორე გახლავთ. პირველი საგოლე გადაცემა შტეგენმა სექტემბერში ხეტაფეს წინააღმდეგ შეასრულა. გოლის ავტორი კი ლუის სუარესი გახლდათ. საკვირველია ის, რომ წელს კრიშტიანუ რონალდუს ედენ აზარს და მესუთ ოზილს მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა აქვთ გაკეთებული. რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, "ბარსელონას" კარის დარაჯს ამ ვარსკვლავებზე მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებული. მართალია სხვაობა მიზერულია, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ ტერ შტეგენი მეკარეა და სხვა ჩამოთვლილი ფეხბურთელები შემტევები არიან.

სხვა სტატიები