Belive

ტერი Vs. ფერდინანდი | ლეგენდების უსიამოვნო შელაპარაკება Twitter-ზე

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ინგლისის ნაკრების ლეგენდარული მცველები, რიო ფერდინანდი და ჯონ ტერი, ყურადღების ქვეშ მოექცნენ - ლეგენდებმა Twitter-ზე საჯარო, საკმაოდ უსიამოვნო საუბარი გამართეს. 25 მაისს, BT Sport-მა რიო ფერდინანდისა და ვირჯილ ვან დაიკის საუბარი გამოაქვეყნა - ისინი პრემიერ ლიგის საუკეთესო მცველების შესახებ საუბრობდნენ. საყურადღებოა, რომ ფერნანანდმა, საუკეთესოთა შორის საკუთარი თავი დაასახელა: "მჯერა, რომ პირველ ადგილზე მე უნდა ვიყო", - თქვა ფერდინანდმა. შემდეგ პოზიციებზე კი, რიომ ნემანია ვიდიჩი, ვირჯილ ვან დაიკი, იაპ სტამი და ჯონ ტერი დაასახელა. ტერისთან დაკავშირებით, ფერდინანდმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა: "მან ჩელსიში დიდი ხნის განმავლობაში ითამაშა, მოიგო ტიტულებიიგი მეტ აღიარებას იმსახურებს", - აღნიშნა ფერდინანდმა.

ჯონ ტერის პასუხი

საპასუხოდ, სრულიად მოულოდნელად, ჯონ ტერიმ Instagram-ზე ე.წ. "სთორი" გამოაქვეყნა, სადაც თავის კარიერულ მიღწევებს გაუსვა ხაზი. ფოტოზე გამოსახული იყო სტატისტიკური მონაცემები (პრმიერ ლიგის გამარჯვებული კაპიტნები და მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი), ასევე ფაქტი, რომ ჯონ ტერი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში იყო დასახცელებული. ფოტოს წარწერაც ერთვოდა თან: "შეხედულებები კარგია, თუმცა სტატისტიკა არ ტყუის..."

ფერდინანდმა მას Twitter-ის საშუალებით უპასუხა. "როდესაც ადამიანი თავისი რეკორდებისა და სტატისტიკას იშველიებს, ამით სუსტი ეგოს წარმოაჩენს. ჩემი ძმასთან, ანტონთან დაკავშირებული რასისტული სკანდალის ფონზე, გაგიმართლა, რომ ჩემს ხუთეულში მოხვდი."
ტერის პასუხიც მალევე გამოჩნდა: "სუსტი ეგო შენ თავად გამოაჩინე, როდესაც თავი პირველ მოთამაშედ დაასახელე. მადლობა იმისთვის, რომ ხუთეულში მოვხვდი".  

სხვა სტატიები