Belive

ტესტი დორტმუნდთან - მამარდაშვილის ვალენსიამ ამხანაგურები დაგეგმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2022/23 წლების საფეხბურთო სეზონისთვის "ვალენსია" მოსამზადებელი პერიოდის ნაწილს შვეიცარიაში გაივლის. ღამურები შვეიცარიაში 15 ივლისს გაემგზავრნენ და იქ 23 ივლისამდე გაჩერდებიან. ამ პერიოდის განმავლობაში გუნდს ინტენსიური დატვირთვები და ამხანაგური მატჩები ექნება, რისთვისაც საკმაოდ ბევრი მოგზაურობა მოუწევთ. რა თქმა უნდა, ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდის 28-კაციან განაცხადში არის საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც იტალიელი სპეციალისტი უდიდესი ალბათობით, შემდეგ სეზონში მთავარ მეკარედ განიხილავს.

რაც შეეხება სატესტო შეხვედრებს, ამ მხრივ ანდალუსიელებს შემდეგნაირი კალენდარი აქვთ:

18 ივლისი: დორტმუნდის "ბორუსია" | კეშპოინტ არენა​ - ალტახი, ავსტრია 20 ივლისი: "სენტ გალენი" | ბუხენვალდი - გოსაუ, შვეიცარია 23 ივლისი: "შტუტგარტი" | მერსედეს-ბენც არენა, ბერლინი, გერმანია
ლა ლიგის ახალ სეზონს "ვალენსია" 14 აგვსიტოს, "ჟირონას" წინააღმდეგ, შინ, "მესტალიაზე" გახსნის.

სხვა სტატიები