Belive

ტევესი: "ბოკა-რივერის ევროპაში გადმოტანა ფანების სირცხვილია და არა ფეხბურთელების"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირისპირების ევროპის კონტინენტზე გადმოტანა "რივერ პლეიტის" ფანების მხრიდან, მოწინააღმდეგე გუნდის ავტობუსზე თავდასხმა გახდა. "სუპერკლასიკო" კვირას, მადრიდის "რეალის" საშინაო არენაზე გაიმართება და აღნიშნული ფაქტი "ბოკა ხუნიორსის" თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა შეაფასა. "ცოტა უცნაურია სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში, თუმცა უნდა ვიფიქროთ, თუ რამ გამოიწვია მატჩის აქ გადმოტანა. ვფიქრობ, რომ ბოკა-რივერის ევროპაში გადმოტანა არა ფეხბურთელების, არამედ ფანების სირცხვილი უნდა იყოს. მათი დამსახურებით, ჩვენ არგენტინაში ვერ ვითამაშებთ," აღნიშნა არგენტინელმა ფორვარდმა. შეგახსენებთ, რომ კოპა ლიბერტადორესის ფინალის პირველი მატჩი ანგარიშით 2:2 დამთავრდა.

სხვა სტატიები