Belive

ტევესი: ,,ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მესი ყატარში თასს აიღებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჯერად კი ,,როსარიო სენტრალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს ტევესმა, განაცხადა, რომ ,,ალბისელესტეს'' მსოფლიო ჩემპიონატის მოგების კარგი შანსი აქვს:
,,ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მესი ყატარში თასს აიღებს. მე ძალიან შეკრულ გუნდს ვხედავ, ისინი დასასვენებლად ერთად დადიან, რაც უჩვეულოა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების კარგი შანსი გვაქვს,'' - ტევესის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს.
არგენტინა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე C-ჯგუფში, მექსიკასთან, საუდის არაბეთთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს. ლიონელ სკალონის გუნდი პირველ შეხვედრას 22 ნოემბერს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები