Belive

თამაში, რომლის დახმარებითაც სულშერმა ფეხბურთის შესახებ ბევრი რამ ისწავლა 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ მან ფეხბურთის შესახებ ბევრი რამ "ფანტასტიკური" თამაშის, "საფეხბურთო მენეჯერის სერიის" დახმარებით ისწავლა. ნორვეგიელმა პოპულარული თამაშისადმი სიყვარული Dagbladet- თან ინტერვიუში 2016 წელს, "მიოლდეს" თავკაცობის პერიოდში გაამხილა. სკანდინალვიელის თქმით, ის "საფეხბურთო მენეჯერით" ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როცა ფეხბურთს თავად თამაშობდა და ეს მას სამწვრთნელო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარა.

"ეს ფანტასტიკური თამაშია, მე ბევრი რამ ვისწავლე ფეხბურთის შესახებ. ბევრი რამ ვისწავლე უშუალოდ ფეხბურთელების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ტალანტების შესახებ.  ეს რეალურ ცხოვრებას ჰგავს, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ ვინ გახდება კარგი ფეხბურთელი. მათ წარმოუდგენელი გამოკვლევები ჩაატარეს. მახსოვს, მაშინ ისევე ვფიქრობდი პროფესიულ საქმიანობაში, როგორც ამას მე თამაშში ვაკეთებდი. გსურს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცე შანსი, დაეხმარო მათ განვითარებაში.  შეგიძლიათ დააჭიროთ რამდენიმე ღილაკს და მიიღოთ დამატებითი მილიონები მოთამაშის შესაძენად. მე არასდროს მსიამოვნებდა ეს. მირჩევნია ამის გარეშე გავიმარჯვო.  ჩემი ბევრი ფეხბურთელი FIFA-ს და "საფეხბურთო მენეჯერს" თამაშობს. ვფიქრობ, ეს მათ ფეხბურთის უკეთ გააზრებაში ეხმარებათ", -თქვა სულშერმა 5 წლის წინ.
Image: Dagbladet
"წითელი ეშმაკების" ამჟამინდელი თავკაცი იხსენებს, რომ საფეხბურთო თამაშებით დაინტერესება ადრეულ ასაკშივე დაიწყო: "ფეხბურთზე იდიოტივით ვიყავი შეყვარებული. 7-8 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს ბიძაშვილებთან ერთად თამაში დავიწყე. ეს იყო "კომოდორ 64" და ჩვენ ასევე ვთამაშობდით "The Boss-ს". ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების სათავეში მყოფი მწვრთნელი ერთადერთი არაა, ვინც "საფეხბურთო მენეჯერის სერიების" აქტიური მომხმარებელია, ცოტა ხნის წინ, "ბარსელონას" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა ფოტო გაავრცელა, რომელშიც ჩანდა, რომ ის "არსენალს" ხელმძღვანელობდა.

სხვა სტატიები