Belive

"თამაში შემიძლია," - ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ჩაკვეტაძეს 8 თვეა არ უთამაშია. "გენტის" ახალგაზრდა ფეხბურთელს მიმდინარე წლის აპრილში, "ანდერლეხტთან" მატჩისას მუხლმა შეაწუხა. მოგვიანებით, ბელგიელთა სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, ჩაკვეტაძეს ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს. ხანგძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლის შემდეგ, გიორგი "გენტის" განაცხადს უბრუნდება. არსებობს შანსი, რომ 20 წლის ნახევარმცველი 7 დეკემბერს, "ვარეგემთან" საშინაო მატჩში გამოჩნდეს. ჩაკვეტაძემ ბელგიურ პრესასთან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. "ვვარჯიშობ და ვგრძნობ, რომ თამაში შემიძლია. რა თქმა უნდა, მოედანზე 90 წუთს ვერ გავატარებ, მაგრამ, 15-20 წუთი სავსებით შესაძლებელია. "მთავარი ისაა, რომ რთული პერიოდიდან გამოვედი. ძალიან მძიმედ ვიყავი, მაგრამ ახლა მენტალურად მზად ვარ და იმაზე ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ვიყავი. ჩვენს საშინაო, გელამკო არენაზე გასვლა ძალიან მომენატრა," - თქვა ჩაკვეტაძემ.  

სხვა სტატიები