Belive

ემოციური ვიდეო - თანაგუნდელის გარდაცვალების გამო ატირებული ნიგერიელი ფეხბურთელები

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიგერიის ჩემპიონატის მატჩში, "ნასარავას" ფეხბურთელი, ჩიემე მარტინსი მოწინაღმდეგეს შეეჯახა და მინდვრის საფარზე დაეცა. ტრავმის სიმძიმის გამო, ახალგაზრდა მოთამაშე საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ, თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანის დაძვრა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, გადაწყვიტეს, რომ მედია წარმომადგენლის ავტომობილი გამოეყენებინათ, თუმცა მიღებული ზომები დაგვიანებული გამოდგა - მარტინსის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჩიემეს თანაგუნდელებმა, რომლებლაც მატჩი 3:0 მოიგეს, მომხდარის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ემოციური კადრები, რომელშიც "ნასარავას" ფეხბურთელები დაკარგულ თანაგუნდელს ტირიან.

სხვა სტატიები