Belive

თანამედროვე ფეხბურთის ტოპ-10 მარცხენა მცველი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი საფეხბურთო ჟურნალი FourFourTwo თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო მარცხენა მცველების რეიტინგს აქვეყნებს. FourFourTwo-მ რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით, მარცხვენა მცველების საუკეთესო ათეული გამოავლინა. ჟურნალის რჩეულთა შორის ინგლისის პრემიერ ლიგის მარცხენა მცველები სჭარბობენ - თუმცა პირველ ადგილს ბუნდესლიგის წარმომადგენელი იკავებს. FourFourTwo-ს საუკეთესო ათეულის სათავეში მიუნხენის "ბაიერნის" 20 წლის მარცხენა მცველი - ალფონსო დევისი დგას. მკვლევარების მტკიცებით, დევისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია, რომელსაც ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს და დაცვაში საიმედო თამაშით გამოირჩევა.

თანამედროვე ფეხბურთის ტოპ-10 მარცხენა მცველი 

10. ბენ ჩილველი ("ჩელსი") 9. ლუკას დინიე ("ევერტონი") 8. ხორდი ალბა ("ბარსელონა") 7. კირან ტირნი ("არსენალი") 6. რაფაელ გერეირო ("დორტმუნდი")

5. ლუკ შო ("მანჩესტერ იუნაიტედი") 4. ფერლან მენდი ("რეალი") 3. ტეო ერნანდესი ("მილანი") 2. ენდრიუ რობერტსონი ("ლივერპული") 1. ალფონსო დევისი ("ბაიერნი")  

სხვა სტატიები