თათია გაბუნიას საოცარი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ დღეს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში შვედურ კლუბს, „როსენგარდს“ დაუპირისპირდა და 0:7 დამარცხდა.

გურულმა გოგონებმა პირველი ტაიმი 0:6 დათმეს, მეორე ტაიმში კი მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 0:7 დაფიქსირდა. “ლანჩხუთელებმა” შვედური კლუბის წინააღმდეგ შეტევა ვერ გააკეთეს და შესაბამისად არც კარში და არც კარისკენ არ დაურტყამთ. მეტოქემ კი კარში 28-ჯერ დაარტყა, საიდანაც 7 ზუსტი აღმოჩნდა.

7 გაშვებული გოლის მიუხედავად, საოცარი მატჩი ჩაატარა “ლანჩხუთელთა” 20 წლის მეკარე თათია გაბუნიამ, რომელმაც 21 ბურთი მოიგერია.

ქართველები “როსენგარდს” 16 დეკემბერს ესტუმრებიან და განმეორებით მატჩს გამართავენ.

 

(1321)

თათია გაბუნიას საოცარი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში

სტატიის ავტორი
-