Belive

თავი ჩაარტყა ზიდანის სტილში და შემდეგ გასახდელში სცემა - გადრანი სკანდალში ეხვევა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლატვიის თასის 1/4 ფინალში "ვალმიერამ" რიგის "დინამო" 5-0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში 89-ე წუთზე ქართველი მცველი ლუკა გადრანი გააძევეს, რომელმაც ფიზიკურ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. ჩხუბი თამაშის შემდეგაც, გასახდელში გაგრძელდა. "ვალმიერამ" წყნარად მოიგო, თუმცა თამაში მათთვის წყნარად მაინც ვერ დასრულდა. 89-ე წუთზე ლუკა გადრანსა და ანდრეი კირილინს შორის დაწყებული დაპირისპირება მატჩის შემდეგაც გაგრძელდა, ქართველმა მცველმა მას გასახდელში ცხვირი გაუტეხა, მოედანზე კი ზიდანის სტილში გაუსწორდა. ქართველი ფეხბურთელის თქმით, ორთაბრძოლის შემდეგ დინამოს შემტევმა ქართველ მცველს დედა შეაგინა, რის გამოც მას ამგვარი რეაქცია ჰქონდა,"

ვიდეო

სხვა სტატიები