Belive

"თავი შერცხვენილად ვიგრძენი" | რონალდუმ მოწინააღმდეგეს მაისური არ გაუცვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანო რონალდუმ "ატალანტას" მარჯვენა მცველს მაისურის გაცვლაზე უარი უთხრა, რის გამოც, რობინ გოსენსმა თავი დამცირებულად იგრძნო. 26 წლის გოსენსი აღნიშნავს, რომ კრიშტიანუ რონალდუს მაისურის ქონა მისი ოცნება იყო, თუმცა პორტუგალიელისგან მხოლოდ დამცირება მიიღო. გერმანელი მცველი ოცნების ახდენასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ რონალდუს პასუხის შემდეგ შოკირებული დარჩა. "ჩემს თხოვნას რონალდუმ ყურადღება არ მიაქცია - არც კი შემომხედა", - აღნიშნა გოსენსმა.

საკუთარ ოცნებაზე საუბრის დროს, გოსენსმა განაცხადა: "ტურინელებთან გამართული მატჩის შემდეგ, ჩემი ოცნების ახდენა გადავწყვიტე და რონალდუს მაისურის გაცვლა ვთხოვე." "საფინალო სასტვენის შემდეგ მასთან მივედი, მაგრამ რონალდუმ ყურადღება არ მომაქცია. ვკითხე: კრიშტიანუ შეიძლება მაისურის გაცვლა გთხოვო?" "მან ზედაც კი არ შემომხედა და მიპასუხა: არა!" "ზუსტად ვერ გეტყვით რა ვიგრძენი. ძალიან შემრცხვა. უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და გარშემო ვიყურებოდი, ხომ არავინ შენიშნა", - აღნიშნა რობინ გოსენსმა.

სხვა სტატიები