Belive

თავის დაღწევის შესაძლებლობა - ემრე ჩანი შესაძლოა ბუნდესლიგაში დაბრუნდეს  

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ემრე ჩანს "იუვენტუსში" რომ აღარ დაედგომება, ეს შემოდგომაზეც კაგრად გამოჩნდა. ტურინულმა გრანდმა, რომელსაც ნახევარდაცვაში უდიდესი არჩევანი აქვს, საჩემპიონთალიგო განაცხადს მიღმა გერმანელი ფეხბურთელი დატოვა. "ბაერნისა" და "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი აგერ უკვე რამდენი თვეა სატრანსფერო ფანჯრის გახსნასა და "ბებერ ქალბატონთან" დამშვიდობებას ესწრაფვის, ამის რეალური შესაძლებლობა კი რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. 26 წლის ნახევარმცველის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს დორტმუნდის "ბორუსია" იჩენს. ჩანის დამატებაზე უარს არც "ბარსელონა", "პსჟ", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მილანი" და "ევერტონი" იტყვის, თუმცა "ბორუსია" ერთადერთია, რომელსაც ფეხბურთელის მიმდინარე თვეშივე გამოსყიდვის სურვილი აქვს. ემრე ჩანი "ბიანკონერიში" 2018 წლის ივლისში ჩაირიცხა და მისი კონტრაქტი ძალაში კიდევ ორწელიწადნახევარი იქნება.  

სხვა სტატიები