Belive

თავისუფალი აგენტებით დაკომპლექტებული საუკეთესო შემადგენლობა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიმდინარე კვირის ბოლოს, იმდენი ცნობილი ფეხბურთელის კონტრაქტი იწურება, რომ მათგან კარგი გუნდის შედგენაც კი შეიძლება. ეს იმას ნიშნავს რომ ისინი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნებიან წარმოდგენილები, რაც ევროპულ და არაევროპულ გუნდებს აძლევს შანსს, ისინი გუნდში სრულიად უფასოდ დაიმატონ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გუნდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ფეხბურთელები უკვე გაიფორმეს. მაგალითად, ურუგვაელი დიეგო გოდინი მომდევნო წლიდან მილანის "ინტერის" ღირსებას დაიცავს. მიმდინარე ზაფხულის საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება: ჯანლუიჯი ბუფონი; დანი ალვეში, ტომას ვერმაელენი, გარი კეჰილი, ფილიპე ლუისი; ანდერ ერერა, ადრიენ რაბიო, ფრანკ რიბერი; დენიელ სტარიჯი, მაქს კრუზე, დანი უელბეკი.

ასევე, განვიხილოთ თითოეული პოზიცია:

მეკარეები

ბუფონი უდავოდ საუკეთესოა, თუმცა ამ ზაფხულში უფასოდ ისეთი მეკარეების დამატება შეიძლება, როგორებიც გილერმო ოჩოა, რობერტო სანტამარია და ადრიანი არიან.

მცველები

ზემოთაღნიშნული ფეხბურთელების გარდა, თავისუფალი აგენტის სტატუსი კრისტიან ზაპატას, ანტონიო ვალენსიასა და ალბერტო მორენოს მიენიჭებათ.

ნახევარმცველები

ერთ დროს, ზიდანის შემცვლელად შერაცხულ სამირ ნასრის იმედები რომ გაემართლებინა, იგი დღეს ამ სიაში არ იქნებოდა. ნასრის გარდა, ნახევარდაცვის ხაზში ნემანია რადოია, ფრან რიკო და ანდერ იტურასპე არიან წარმოდგენილები.

თავდამსხმელები

თავდასხმაში უფრო ცნობილ სახელებს ვხვდებით, ვიდრე ნახევარდაცვის ხაზში - ივნისის ბოლოდან, მარიო ბალოტელი და ფერნანდო ლორენტე უგუნდოდ იქნებიან, არიენ რობენმა კი "ბაიერნი" უკვე დატოვა.

სხვა სტატიები