Belive

თავს უცხოპლანეტელად ვგრძნობ - კლოპმა ბრიტანეთის ხელისუფლება გააკრიტიკა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთის პარალელურად, მიმდინარე მოვლენების შეფასებისთვისაც მოიცალა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება გააკრიტიკა. გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პანდემიის მასშტაბურობისა და სიკვდილიანობის პროცენტულობის შედარების შემდეგ, კლოპმა ბრიტანეთის ხელისუფლება ინერტულობისა და არასათანადო ზომების მიღების გამო გააკრიტიკა. კლოპის მტკიცებით, ბრიტანეთში თავს უცხოპლანეტელად გრძნობს, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა დადგენილ ნორმებს არ იცავს. 53 წლის სპეციალისტი ასევე შიშობდა, რომ ხელისუფლების არასათანადო რეაგირებას და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს, შესაძლოა ტიტულისათვის ბრძოლაზეც მოეხდინა გავლენა. "ვშიშობდი, რომ ხელისუფლების ინერტულობასა და არასათანადო ზომებს შესაძლოა ტიტულის გარეშე დავეტოვებინეთ. ვნერვიულობდი და კვლავ ვნერვიულობ სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე. ეს ხელისუფლება მე არ ამირჩევია - საკუთარი ხმა მათ ბრიტანელმა ხალხმა მისცა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გერმანიიდან და ბრიტანეთიდან რადიკალურად განსხვავებულ ახალ ამბებს ვიღებ. უცხოპლანეტელები რომ გვაკვირდებოდნენ, იფიქრებდნენ რომ გერმანია და ბრიტანეთი ორ სხვადასხვა პლანეტაზე მდებარეობს. პირადად მე არ მესმის, რატომ დავიწყეთ დამცავი პირბადეების ტარება მხოლოდ 15 ივნისის შემდეგ. მთელმს მსოფლიოში 5-6 კვირით ადრე დაიწყეს პირბადეების მოხმარება. შესაძლოა ვიკამათოთ პირბადეების აუცილებლობაზე მაგრამ ფაქტია - ქვეყნებმა, რომელმაც პირბადეების გამოყენება ადრე დაიწყეს გაცილებით უფრო კარგ შედეგს მიაღწიეს და იმ ქვეყნებში სიკვდილიანობის პროცენტულობა საკმაოდ დაბალია. როდესაც ვხედავ სიკვდილიანობის მაჩვენებს გერმანიასა და ბრიტანეთში რა თქმა უნდა შეშფოთებული ვარ, თუმცა გერმანიამ გაცილებით უფრო კარგად გაართვა თავი და იქ გაცილებით დაბალი სიკვდილიანობა დაფიქსირდა. პირბადის გარეშე გერმანიაში არსად არ შეგიშვებენ - პირბადით შეგიძლია მიხვიდე სტილისტთან, მაღაზიაში, სადაც გსურს. ინგლისში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. ავტოგასამართ სადგურზე მე ერთადერთი ვიყავი, რომელსაც პირბადე და ხელთათმანები მეკეთა - თავი უცხოპლანეტელი მეგონა", - აღნიშნა იურგენ კლოპმა.

სხვა სტატიები