Belive

თბილისის დინამო საქართველოს თასის ნახევარფინალში გაგრასთან დამარცხდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა "დავით ყიფიანის" სახელობის საქართველოს თასის გათამაშება, სადაც 1/2 ფინალში თბილისის "დინამო" "გაგრას" დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში "გაგრელებმა" თბილისის დინამო მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. მატჩში ერთადერთი გოლი 105-ე წუთზე ვაჟა მათიაშვილმა გაიტანა და საკუთარი გუნდი, საქართველოს თასის ფინალში გაიყვანა. საქართველოს "დავით ყიფიანის" თასის ფინალში "გაგრას" მეტოქე "ქუთაისის ტორპედო" იქნება, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ 1/2 ფინალში "თელავი" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

სხვა სტატიები