Belive

თბილისის დინამო სავარაუდო მეტოქე გაბალა 4 ფეხბურთელს აკვირდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით, დღეს ნიონში გამართული კენჭისყრის მიხედვით, ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, თბილისის "დინამო" "გაბალას" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე თბილისური გუნდის მეტოქე სან მარინოს "ლა ფიორიტასა" და ანდორის "ენგორდანის" შორის გამარჯვებული იქნება. აზერბაიჯანული გამოცემების თანახმად, "გაბალა" ევროტურნირებამდე 4 ადგილობრივი ფეხბურთელით გაძლიერდება. გუნდის მთავარი მწვრთნელის, სანან გურბანოვის თქმით, "გაბალა" ორიჯ ბალაშლის, ილგარ ალეკპეროვს, ეიუბ ალიევსა და მურად მუსაევს აკვირდება. საინტერესოა, რომ ოთხივე მათგანი საკმაოდ სუსტ აზერბაიჯანულ და თურქულ გუნდებში თამაშობს.

სხვა სტატიები