Belive

თბილისის დინამომ ახალი სათამაშო ფორმა და პარტნიორი წარადგინა 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

თბილისის "დინამომ" ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა, რომლითაც დედაქალაქური კლუბი 2020 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებას დაიწყებს.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ტრადიციული ლურჯ-თეთრი ფორმით ითამაშებს, მესამე კი შავი ფერის მაისურები იქნება. აღსანიშნავია, რომ თბილისელებს ახალი პარტნიორი ჰყავთ - განახლებული ეკიპირება გერმანული სპორტული კომპანია "პუმას" დამზადებულია. ახალი ფორმისა და სპონსორის წარდგენა 15 ოქტომბერს, თბილისში,"დინამო არენაზე" შედგა. სათამაშო მაისური გუნდის ახალწვეულმა და გამოცდილმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ და ნახევარმცველმა გიორგი პაპავამ მოირგეს.  
წარდგენისას თბილისის "დინამოს" გენერალურ დირექტორ ზაზა დოლიძესთან ერთად, "პუმას" წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. "ძალიან კარგი სიახლე გვაქვს. მომავალი წლიდან, 3 წელიწადი ჩვენი ტექნიკური პარტნიორი "პუმა" იქნება. კომპანია არა მხოლოდ მთავარ გუნდს, არამედ ჩვენი აკადემიის გუნდებსაც შემოსავს. სიმბოლურია, რომ "პუმას" სპორტული განყოფილების ობერ შეფი ალექსანდერ ლოები ქალაქ იენიდან არის, "დინამოში" მოსვლისას კი მან 1981 წელს მოგებული თასი შენიშნა. ახალ ფორმას მიმდინარე გათამაშების ბოლო 2-3 მატჩში გამოვიყენებთ, მომავალი სეზონიდან კი ჩვენი კლუბის ყველა გუნდი "პუმას" ეკიპირებით შეიმოსება. ჩვენ შევინარჩუნეთ ტრადიციული ლურჯი და თეთრი ფერი და გვაქვს ექსკლუზივი, რადგან "პუმას" დიზაინით დამზადებული ამ ფერების მაისურით საქართველოს ნაკრების გარდა, ვერცერთი სხვა ქართული გუნდი ითამაშებს",-ზაზა დოლიძე. "უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან ის ერთ-ერთი რთული ენაა მსოფლიოში. სიმბოლურია, რომ მე ქალაქ იენადან ვარ, რომლის გუნდსაც ჩემს ბავშვობაში "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოუგო. კარიერის განმავლობაში მე ბევრი ქართველი ფეხბურთელის გვერდით მითამაშია, მაგალითად ალექსანდერ იაშვილის და დავით სირაძის. "დინამო" ამ რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია, ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მაპროვოცირებელიც სწორედ თბილისური კლუბის ისტორია და სტატუსია. იმედი გვაქვს ურთიერთობა და წინსვლა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ყოველთვის ტოპ კლუბებზე ვაკეთებთ არჩევანს, მაგალითად "მანჩესტერ სიტი", "ვალენსია და სხვა "პუმას" სპორტული განყოფილების ობერ შეფი ალექსანდერ ლოები.

სხვა სტატიები