Belive

თბილისის ლოკომოტივი შემდეგ ეტაპზეა!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს UEFA-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები გაიმართა. თბილისის "ლოკომოტივი" შინ "კრაიოვას" დაუპირისპირდა და საკმაოდ რთული მეტოქე 2:1 დაამარცხა. გია ჭიაბრიშვილის გუნდი, მიუხედავად რუმინელთა სიძლიერისა, მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ანგარიში "ლოკომოტივმა" 57-ე წუთზე გახსნა - შესანიშნავი კომბინაცია ირაკლი სიხარულიძემ ზუსტი დარტყმით დაასრულა. "რკინიგზელებმა"  "კრაიოვას" კარში მე-2 ბურთი 4 წუთში გაიტანეს - მეტოქე გუნდის მეკარესთან პირისპირ გასულმა მაროკოელმა ლეგიონერმა, ულად-ომარ იმრანმა აუღებლად დაარტყა. რუმინელებმა ანგარიში კომპესირებულ დროში შეამცირეს, თუმცა დარჩენილ დროში ქართველთა კარში კიდევ ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხეს. "ლოკომოტივის" მეტოქე ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ მალე გაირკვევა.

სხვა სტატიები