თბილისში მიქაუტაძის თამაშის ხილვა გადაიდო – საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი დანაკლისი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის წინ, საკადრო პრობლემა შეექმნათ.

ესპანეთის ნაკრებთან, “დინამო არენაზე” გასამართ მატჩამდე, ვილი სანიოლის გუნდს ახალწვეული, გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა. ინფორმაციას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს და წერს, რომ ეროვნული გუნდის ახალწვეულმა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სულ რამდენიმე დღის წინ მიიღო, დარჩენილ შეხვედრებში, ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

“ჯვაროსნებს” მარტის შეკრებაზე უკვე ორი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი (ტრავმის გამო) და დავით ხოჭოლავა (კორონავირუსის მიზეზით) გამოაკლდა და მათ ნაცვლად, გუნდს შესაბამისად, თორნიკე ოქრიაშვილი და მამუკა კობახიძე შეუერთდნენ.

მომდევნო, მეორე ტურის მატჩში, საქართველოს ეროვნული გუნდი 28 მარტს, “დინამო არენაზე”, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

(2539)

თბილისში მიქაუტაძის თამაშის ხილვა გადაიდო – საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი დანაკლისი

სტატიის ავტორი
-