Belive

"თბილისში ზეიმია, მთელი ქვეყანა ზეიმობს" - კოტე მახარაძე უეფას რჩეულთა შორის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფამ ევროპის ყველა ქვეყნის კომენტატორების საუკეთესო ფრაზები დაასახელა. 60 რჩეული ფრაზისა და ემოციის ავტორთა შორის კოტე მახარაძეც მოხვდა. ნუსხაში ლეგენდარული ქართველი კომენტატროს ფრაზა მოხვდა, რომელიც მან 1981 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალის დასრულებისას წარმოთქვა. "წარმომიდგენია რა ხდება ახლა თბილისში. საქართველოს დედაქალაქში ზეიმია, მთელი ქვეყანა ზეიმობს",- ეს ფრაზა საბჭოთა კომენტატორმა კოტე მახარაძემ წარმოთქვა, რის გამოც ის KGB-ში დაიბარეს და ჰკითხეს, თუ რომელ ქვეყანას გულისხმობდა: საქართველოს თუ სსრკ-ს? ამ ფრაზაში საქართველოს დამოუკიდებლობაზე მინიშნება გამოჩნდა",-წერს უეფას ვებ-გვერდი. შეგახსენებთ, 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, "დინამო თბილისმა" "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა და უეფას თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა.

სხვა სტატიები