Belive

The Athletic - მეისონ გრინვუდი დაპატიმრებულია, ფეხბურთელი გაუპატიურებაშია ბრალდებული

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

The Athletic-ის ინფორმაციით მანჩესტერის პოლიციამ ,,იუნაიტედის” შემტევი, მეისონ გრინვუდი დააკავა.

,,მანჩესტერის პოლიციას ქალზე ფიზიკური ძალადობის შესახებ აცნობეს. შეტყობინების შემდეგ დაიწყო მოკვლევა და გამოძიების შედეგად, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაკავებულია 20 წლის მამაკაცი, რომელიც გაუპატიურებასა და ძალადობაშია ბრალდებული. ის რჩება პატიმრობაში და დაკითხვაზეა გამოძიება გრძელდება,'' - პოლიციის განცხადებას The Athletic-ი ციტირებს.
რამდენიმე საათის წინ, ,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ მეისონ გრინვუდი გუნდს ჩამოაშორეს მანამ, სანამ გამოძიება დაადგენს, იძალადა თუ არა ფეხბურთელმა მის მეგობარ გოგოზე. დღეს ჰარიტ რობსონმა გრინვუდი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. 20 წლის მოდელმა ინსტაგრამის პირად გვერდზე ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მის სხეულზე სისხლჩაქცევები ჩანს.
,,ვისაც სურს გაიგოს, სინამდვილში რას მიკეთებს მეისონ გრინვუდი,” – წერს მოდელი სოციალურ ქსელში
ტელეგრაფის ჟურნალისტმა, ჯეიმს დაკერმა, ტვიტერში ,,მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი განცხადება გაავრცელა: ,,სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოებისა და ბრალდებების შესახებ შევიტყვეთ. ფაქტების დადასტურებამდე დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ. მანჩესტერ იუნაიტედი ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია.” მალევე კი გახდა ცნობილი, რომ პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. მოდელის ბრალდებებისთვის ჯერჯერობით პასუხი თავად ფეხბურთელს არ გაუცია.

სხვა სტატიები