Belive

The Sun და გავლენიანი უცხოური გამოცემები ჯანო ანანიძეს გმირად მოიხსენიებენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ქვეჯგუფის შეხვედრაში საქართველო შვეიცარიას დაუპირისპირდა. თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული მატჩი საქართველოს მარცხით, ანგარიშით 0:2 დასრულდა. შეხვედრის პირველ ტაიმში, 23-ე წუთზე, ჯემალ ტაბიძე და ფაბიან შარი თავებით შეეჯახნენ ერთმანეთს. შეჯახების შედეგად შვეიცარიელმა ფეხბურთელმა გონება დაკარგა. ერთ-ერთი პირველი, რომელიც შვეიცარიელი ფეხბურთელის დასახმარებლად მიირბინა ჯანო ანანიძე აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების ათიანმა დაშავებულ ფეხბურთელს პირში თითები ჩაუყო, რათა ენა არ გადაეყლაპა. ჯანო ანანიძის სამაგალითო საქციელს The Sun, Sportsbible და გავლენიანი უცხოური გამოცემები გამოეხმაურნენ. უცხოური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯანო ანანიძე გმირია, რომელმაც ფაბიან შარის სიცოცხლე გადაარჩინა.

ასევე იხილეთ: შარისა და ტაბიძის ძლიერი შეჯახება, რის შემდეგაც შვეიცარიელი გაითიშა (ვიდეო)

სხვა სტატიები