Belive

თელავისა და დინამოს მატჩი აღარ გადაიდება - შეხვედრა თავდაპირველად დათქმულ დროს გაიმართება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა, რომელიც "თელავსა" და "დინამო თბილისს" შორის უნდა გაიმართოს, ჩატარების თარიღს უკვე მეორედ იცვლის. თავდაპირველად, შეხვედრის გამართვის თარიღად 20 მარტი იყო გამოცხადებული, თუმცა კახეთში დაგეგმილი მატჩის მასპინძლების წარმომადგენლებს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ და გუნდებმა თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და "დინამო თბილისის" თანხმობის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა 26 მარტს სანაკრებო პაუზის დროს გაიმართებოდა, მაგრამ მოგვიანებით, მატჩი ისევ ძველ დროს დაუბრუნდა. საქმე ისაა, რომ ორივე გუნდის ჯამში 8 ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოძახებული, ხოლო თუ შეხვედრა 26 მარტს შედგებოდა, მაშინ კლუბები მოთამაშეებს ეროვნულ გუნდში ვერ მიავლენდა, რაც ფედერაციისთვის დაუშვებელი აღმოჩნდა. ამრიგად, ეროვნული ლიგის წინა სეზონის დებიუტანტი გუნდი ქვეყნის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონს "კავკასიონი არენაზე", 20 მარტს უმასპინძლებს. ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 4 ტურის შეხვედრების შემდეგ, მოქმედ ჩემპიონს 7 ქულა აქვს და თანაქალაქელ “ლოკომოტივთან” ერთად, მესამე პოზიციას იკავებს, რაც შეეხება ეროვნული ლიგის წინა სეზონის დებიუტანტ გუნდს, ისინი 5 ქულით მეექვსე საფეხურზე არიან.

სხვა სტატიები