Belive

თელავს ახალი მეკარე ჰყავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა "თელავმა" ახალი ფეხბურთელი დაიმატა. 2020 წლის სეზონში "თელავის" კარს 23 წლის მეკარე ოთო გოშაძე დაიცავს. ახალგაზრდა გოლკიპიერმა გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და 15 იანვარს გუნდთან ერთად ვარჯიშსაც დაიწყებს. გოშაძე "საბურთალოს" აღზრდილია, მას სხვადასხვა დროს "ქაზიმფაშაში", "დინამო თბილისში", ბათუმის "დინამოში" და ბოლნისის "სიონშიც" უთამაშია.  

სხვა სტატიები