Belive

თემურ ჩოგაძე კარიერას უკრაინის ჩემპიონატში გააგრძელებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ახალგაზრდა ქართველი შემტევი თემურ ჩოგაძე კარიერას საზღვრებს მიღმა გააგრძელებს. "საბურთალოს", ბათუმის "დინამოს", "ტორპედოსა" და "რუსთავის" ყოფილი ფეხბურთელი უკრაინის უმაღლესი დივიზიონის ბინადარ დონეცკის "ოლიმპიკში" ითამაშებს. უკრაინულ კლუბში 21 წლის ვინგერი ოფიციალურად წარადგინეს. მან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. შევხვდი თანაგუნდელებს, რომლებიც ძალიან გახსნილი და მეგობრული ადამიანები აღმოჩნდნენ. არ მგონია, რომ ადაპტაცია გამიძნელდება. ჩემთან გუნდის კაპიტანი დიმა გრიშკო მოვიდა და პირადად გამიცნო, რაც ძალიან სასიხარულოა. მონიჭებული ნდობის გასამართლებლად და "ოლიმპიკის" გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებ",-თქვა ჩოგაძემ.

სხვა სტატიები