Belive

თემურ მახარაძემ რუსთავი დატოვა - გუნდს გამოცდილი სპეციალისტი გაწვრთნის 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბ "რუსთავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ქვემოქართლურ კლუბს გამოცდილი სპეციალისტი ვლადიმერ ხაჩიძე უხელმძღვანელებს. კლუბის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდი თემურ მახარაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. 69 წლის ხაჩიძეს წარსულში ხაშურის "ივერიას", გორის "დილას", "ბორჯომს", "გაგრას", "ვიტ ჯორჯიას" თავკაცობდა, ბოლოს კი ქუთაისის "ტორპედოში" მიხეილ აშვეთიას ასისტენტი გახლდათ.

სხვა სტატიები