Belive

თემურ ქეცბაია: "იმედგაცრუებული ვარ, საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ასეთ შედეგს არ ველოდით"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეექვსე ტურის შეხვედრაში, კვიპროსის ნაკრები კოსოვოსთან დიდი ანგარიშით - 1:5 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ასეთ მატჩს არ ველოდით. არაფერი გამოგვივიდა, არც დაცვაში, არც ცენტრში და არც შეტევაში, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მომენტები ჩვენ შევქმენით. როგორც ჩანს, პრობლემაა, ოთხ დღეში ორი მატჩის ჩატარებაშია. 

ამ მატჩისთვის მზად არ ვიყავით. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებთ. წინ გვაქვს ორი ამხანაგური მატჩი სადაც სხვა ფეხბურთელებს ვიხილავთ და გარკვეულ დეტალებს გამოვცდით.

ფედერაციის პრეზიდენტთან მატჩამდე ვილაპარაკეთ და მითხრა, კარგ თამაშს ვთამაშობთო და სამი დღის შემდეგ, როგორც ჩანს, მზად აღარ ვართ. მარტო ეროვნული ნაკრები კი არა, ეს არასტაბილურობა ჩვენი კლუბებიდანაც ჩანს, რომლებიც ევროპაში კარგად თამაშობენ, კვიპროსში ბრუნდებიან და ქულებს კარგავენ.

წავაგეთ, მაგრამ გუნდმა უკეთესი შედეგი დაიმსახურა, განსაკუთრებით საბერძნეთთან მატჩის შემდეგ.

რთულია იმის თქმა, თუ რა უნდა შევცვალოთ. საქმე ისაა, რომ ნაკრებში ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს ვიღებთ, რომელთან ერთად სამუშაოდაც მხოლოდ 2-3 დღე გვაქვს. ამ სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა არის ის, რომ მათ ევროპულ მატჩებსა და თავიანთ კლუბებში დიდი სათამაშო დრ მიიღონ", - თქვა 54 წლის სპეციალისტმა.

კვიპროსის ნაკრებმა ჯგუფში 5 ქულა მოაგროვა და ბოლო პოზიცია დაიკავა, D დივიზიონში დაქვეითების თავის ასარიდებლად თემურ ქეცბაიას გუნდმა პლეი-ოფის მეშვეობით უნდა იბრძოლოს.

სხვა სტატიები