Belive

თემურ ქეცბაია კვიპროსულ გუნდში დაინიშნა!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" დაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას კვიპროსული გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. აქვე გეტყვით, რომ ქართველი სპეციალისტი ახალ გუნდში 2021 წლამდე იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიამ საფეხბურთო კარიერა სწორედ "ანორთოსისში" დაასრულა, 2004-2009 წლებში კი გუნდს მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ თემურის მაშინდელი ხელმძღვანელობის პერიოდში "ანორთოსისმა" კვიპროსის პირველი დივიზიონი 2-ჯერ, სუპერთასი და თასი კი თითოჯერ მოიგო. ამასთან ერთად, ქეცბაიამ "ანორთოსისი"  უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, სადაც ჟოზე მოურინიოს "ინტერთან" სახლში ქულაც აიღო - 3:3. მაშინ კვიპროსელებმა 1 მოგებით, 2 ფრითა და 3 მარცხით ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს, თუმცა ბოლო ტურში, "პანათინაიკოსთან" 0:1  რომ არ წაეგოთ, პირველ ადგილსაც კი დაიკავებდნენ. ქეცბაიას "ანორთოსისში" ქართველი ფეხბურთელები, ნიკა კაჭარავა, ბექა მიქელთაძე და თორნიკე ოქრიაშვილი დახვდებიან.

სხვა სტატიები