Belive

თემურ ქეცბაიამ მატჩის წინ თავი შეუძლოდ იგრძნო და კლინიკაში გადაიყვანეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ანორთოსისის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში, ნიქოზიის "ოლიმპიაკოსთან" წაგებული შეხვედრის (0:2) დაყწების წინ თავი ძალიან სუსტად იგრძნო, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ იგი გუნდის ექიმებმა გასინჯეს და გადაწყვიტეს, რომ გამოკვლევებისთვის უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ.
როგორც ირკვევა, 53 წლის სპეციალისტი კლინიკიდან უკვე გამოწერეს და იგი ამჟამად თავს კარგად გრძნობს. ამას თემურ ქეცბაიას მეუღლე, კატერინა ქეცბაიაც ადასტურებს, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გაავრცელა: "ვინაიდან ყველა მეკითხებით, მინდა ყველას გაცნობოთ, რომ თემურმა თავი შეუძლოდ მატჩის წინ იგრძნო, შემდეგ ის კლინიკაში წავიყვანეთ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩასატარებლად. ახლა ის თავს უკეთესად გრძნობს, მადლობა".
თემურ ქეცბაია "ანორთოსისს" უდიდესი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კონკრეტულად კი 15 მაისს, კვიპროსის თასის ფინალის შემდეგ დატოვებს, რომელშიც მისი გუნდი სწორედ ნიქოზიის "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები