Belive

თემურ შალამბერიძე: "აპოლონი ტრადიციული და გამოცდილი გუნდია"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევროპა ლიგის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სადაც “საბურთალოს” მეტოქედ ლიმასოლის “აპოლონი” ერგო, კომენტარი “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ გააკეთა: ”კვიპროსის “აპოლონი” ტრადიციული და გამოცდილი კლუბია, რომელიც სისტემატურად თამაშობს ევროტურნირებზე. ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მოვიძიე, არის ის, რომ მეტოქე კლუბში 16 ლეგიონერი ირიცხება. კვიპროსში სეზონი მიმდინარეობდა, თუმცა კორონავირუსის გამო შეწყდა. გუნდებიც იმ პოზიციით გავიდნენ ევროტურნირებზე, რა ადგილიც იმ დროისთვის ეკავათ. “აპოლონი” მეოთხეზე იყო. მართალია, ახალი სეზონი კვიპროსში 22 აგვისტოს იწყება, თუმცა მოწინააღმდეგე სისტემატურად თამაშობს ამხანაგურ მატჩებს. თვალი რომ გადავავლოთ შეხვედრებს, ვნახავთ, რომ 6 მატჩიდან პირველი თამაში წააგეს, შემდეგ კი ყველა მატჩი გამარჯვებით დაასრულეს. რა თქმა უნდა, რთულ მეტოქესთან გვაქვს საქმე, ამავადროულად სტუმრად გვიწევს თამაში, თუმცა ჩემი ფეხბურთელების მეიმედება. ბოლომდე ვიბრძოლებთ, დანარჩენს კი თამაში დაგვანახებს. გადაულახავი ბარიერი არ არსებობს. ერთ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვინც უკეთ მოემზადება, ის გაიმარჯვებს. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. თუმცა, ევროპა ლიგამდე ჩვენი მთავარი საზრუნავი ეროვნულ ჩემპიონატში ორი უახლოესი მატჩია. სამშაბათს “სამტრედიას” ვეთამაშებით, შემდეგ კი “ჩიხურას”. ამ თამაშების შემდეგ, უკვე სრულად ევროტურნირებზე გადავერთვებით”, – განმარტა შალამბერიძემ.

წყარო: fcsaburtalo.ge

სხვა სტატიები