თემურ შალამბერიძე: “ფორმის პიკში არ ვყოფილვართ, თუმცა გამარჯვება დავიმსახურეთ” 

თემურ შალამბერიძემ “საბურთალოსთან” ერთად პირველი ოფიციალური მატჩი გამართა და პირველი ტიტულის მოგებაც მოახერხა. თბილისურ დერბიში, ქვეყნის თასის მფლობელმა კლუბმა ეროვნული ლიგის გამარჯვებული “დინამო” დაამარცხა და სუპერთასის მფლობელი გახდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, “საბურთალოს” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“საბურთალო” ჩემპიონი უკვე იყო, ასევე თასის გამარჯვებულიც, ერთადერთი, რაც ჩვენს კლუბს აკლდა სუპერთასი იყო და წარმატებას ამ ტურნირზეც მივაღწიეთ.

ცხადია, ფორმის პიკში არცერთი გუნდი არ ყოფილა, რადგან სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა გულშემატკივარმა ბრძოლა და დაძაბული თამაში იხილა. ვფიქრობ გამარჯვებას ვიმსახურებდით. ვულოცავ გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. 

პირადად ჩემთვისაც, ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან მწვრთნელის კარიერაში ტიტულს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, თანაც ეს “საბურთალოში” პირველი ოფიციალური მატჩი იყო“, – თქვა შალამბერიძემ.

(62)

თემურ შალამბერიძე: “ფორმის პიკში არ ვყოფილვართ, თუმცა გამარჯვება დავიმსახურეთ” 

სტატიის ავტორი
-