Belive

თემურ შალამბერიძე: "სუფთა გოლი გავიტანეთ, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თბილისურ დერბიში, "ლოკომოტივთან" ნათამაშები ფრეს - 0:0 შემდეგ, "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ შეხვედრა შეაფასა. საქართველოს ექს-ჩემპიონის თავკაცის აზრით, მის გუნდს სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს. "დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში თამაშის ტემპი დაბალი მომეჩვენა, რაც ალბათ ამინდის ბრალი იყო. მეორე ნახევარში თამაშის ხარისხიც და ტემპიც გაუმჯობესდა.  რაც შეეხება ჩვენს მიერ გატანილ გოლს, რომელიც არ ჩაგვითვალეს, გასახდელში შემოსვლის შემდეგ ვნახე და დავრწმუნდი, რომ 100%-იანი გოლი იყო, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია, ალბათ ვერ დაინახა. რას ვიზამთ, ხდება ხოლმე. მთლიანობაში, მატჩი ძალიან საინტერესო გამოვიდა. ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია და მათ წარმატებას ვუსურვებ. ქულები ისევ დავკარგეთ, მაგრამ შემადგენლობაში პრობლემები გვაქვს. 3-4 ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავდა და ხარისხიან თამაშს არც ველოდით", - თქვა შალამბერიძემ. "საბურთალოს" 6 ტურის შემდეგ, 9 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები