Belive

თენგიზ სულაქველიძე: "39 წლის მერეც გუშინდელი დღესავით მახსოვს, ასეთ დახვედრას არ ველოდით"

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებიდან 39 წელიწადი შესრულდა. 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, თასების მფლობელთა თასის ფინალში, "დინამო თბილისმა" იენის "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა. Ლეგენდარული შეხვედრა Live.ge-სთან ინტერვიუში ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა თენგიზ სულაქველიძემ გაიხსენა. Თავდაპირველად მინდა მოგიკითხოთ და კორონავირუსის დროს თქვენი აკადემიის ფუნქციონირებაზე გკითხოთ. როგორც ყველას სავარჯიშო პროცესი თქვენც შეჩერებული გაქვთ. Დიახ შეჩერებულები ვართ. სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია. Ეროვნული ლიგის ზოგმა კლუბმა ვარჯიში დაიწყო, თუმცა ფეხბურთის ფედერაციას ბავშვთა გუნდებისთვის მოედანზე დაბრუნების უფლება ჯერ არ მიუცია. იმედია, ეს ყველაფერი მალე ჩაივლის და მოედანს დავუბრუნდებით. 1981 წლის 13 მაისამდე "დინამო" ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა. როგორი იყო თასების მფლობელთა თასის ფინალამდე მისასვლელი გზა? Მართლაც, ეს ყველაფერი უცბად არ მომხდარა. დიდი გუნდის შენება უკვე რამდენიმე წლის დაწყებული იყო. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის გუნდის მთავარ მწვრთნელს ნოდარ ახალკაცს. მოტივაციას ჩვენი წინა თაობის წარმატებაც გვაძლევდა. Მე ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი გუნდის ნაწილი ვიყავი და ჩემი წვლილი ამ დიდ გამარჯვებაშიც შევიტანე. Ყველაფერი ნელ-ნელა და ეტაპობრივად ხდებოდა: ჩემპიონობა, თასი და შემდეგ უკვე საერთაშორისო წარმატება. ფინალამდე მისასვლელ გზაზე ისეთი ძლიერი გუნდები დავამარცხეთ, როგორიც "ვესტ ჰემი" და "ფეიენოორდია", ამან კი საკუთარი თავის რწმენა შეგვმატა.
Უშუალოდ ფინალზე ვისაუბროთ, რომელშიც თქვენ 90 წუთი ითამაშეთ. მატჩი რთულად დაიწყო, მაგრამ "დინამომ" ყველაფრის სათავისოდ შემოტრიალება მოახერხა. Თამაში მართლაც ცუდად დავიწყეთ და გოლიც გავუშვით, მაგრამ ჩვენზე ამას ფსიქოლოგიურად არ უმოქმედია. Კონცენტრაცია მაქსიმალურად მოვიკრიბეთ, ბოლომდე გვჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით და ასეც მოხდა. 39 წელიწადი გავიდა, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს თითქოს ეს ყველაფერი გუშინ იყო. თვალწინ მიდგას აეროპორტის კადრები, თვითმფრინავიდან ჩამოსვლა და გადაჭედილი დასაჯდომი მოედანი. Ამდენი ხალხის დახვედრას და ასეთ ზეიმს ნამდვილად არ ველოდებოდით. აეროპორტში დავრწმუნდი, რომ მართლაც დიდი რამ მოვიგეთ. Დიდი იმედი მაქვს, "დინამო თბილისი" და მთლიანად ქართული ფეხბურთი გულშემატკივარს იგივე ემოციის განცდის შესაძლებლობას მისცემს. Ამის შანსი საქართველოს ახლო მომავალში ექნება, ერთა ლიგის დასკვნით ფაზას ვგულისხმობ. Თქვენი აზრით, როგორია ჩვენი შანსები ევროპის ჩემპიონატზე გასვლისა? Ჩვენს გამარჯვებას არ ვაკნინებ, მაგრამ ნაკრები მაინც სხვა განზომილებაა. ეროვნული გუნდია და მთელ საქართველოს აერთიანებს, რომლის წარმატებაც ქართველი ერისთვის უდიდესი ზეიმი იქნება. Კი, მართალია, ბელარუსებს ჩემპიონატი არ შეუწყვიტავთ და ეს მათ ფეხბურთელებს ტონუსს შეუნარჩუნებს, თუმცა გააჩნია როდის ჩატარდება მატჩი, შემოდგომა საუკეთესო ვარიანტი იქნება. მთლიანობაში, მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ნაკრები ბელარუსზე ბევრად ძლიერია. დიდი იმედი მაქვს ჩვენი ბიჭების, მათი მობილიზების და საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის.
Დღეს ბავშვთა ფეხბურთში საქმიანობთ, აქედან გამომდინარე გკითხავთ: როგორი თაობა მოდის და როგორია ჩვენი შანსები, რომ მსგავსი წარმატება გავიმეოროთ? Ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის. ბოლო წლებში შეიქმნა და გაძლიერდა ბევრი საფეხბურთო აკადემია, რაც ახალ თაობას პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ჩემი აზრით, ფეხბურთის დღევანდელი ფედერაცია ქართული ფეხბურთისთვის უდიდეს საქმეს აკეთებს, ისეთს როგორიც მათ არცერთ წინამორბედს არ გაუკეთებია. მათ შორის ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. ყველანაირი პირობა იქმნება იმისთვის, რომ ნიჭიერმა ბავშვებმა განვითარების შესაძლებლობა მიიღონ. დიდი იმედი მაქვს, მალე საქართველოს ბევრი ძლიერი ფეხბურთელი შეემატება და 1981 წელზე უფრო დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ.

სხვა სტატიები