Belive

თეო უოლკოტი 14-წლიანი განშორების შემდეგ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
14-წლიანი განშორების შემდეგ, თეო უოლკოტი "საუთჰემპტონში" დაბრუნდა. 31 წლის ფეხბურთელი "ევეტრტონმა" მშობლიურ კლუბში ერთწლიანი იჯარის წესით გაუშვა. "კანფეტების" ნახევარდაცვაში არსებული მაღალი კონკურენციის გამო, კლუბის დატოვება განიზრახა. ამ სეზონში მან მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. უოლკოტი ლივერპულურ კლუბს "არსენალში" გატარებული 12 წლის შემდეგ, 2018 წლის იანვარში, სემ ელერდაისის სურვილით, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ყოველკვირეულად 110 000 ევროს იღებდა. ოულკოტმა "არსენალში" 85 მატჩში 11 ბურთი შეაგდო და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები