Belive

თეორია, რომლის თანახმადაც უოტფორდი პრემიერლიგის გამარჯვებული გახდება

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული თეორია სოციალურ ქსელებს ვირუსივით მოედო. გავრცელებული თეორიის თანახმად, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული "უოტფორდი" გახდება. 2014/15 წლების სეზონში, ერთი წლით ადრე, ვიდრე "ლესტერი" პრემიერლიგის ჩემპიონი გახდებოდა - კლაუდიო რანიერის გაწვრთნილმა გუნდმა, სეზონი 41 ქულით, მე-14 პოზიციაზე დაასრულა. "მელიებმა" 11 შეხვედრაში გაიმარჯვეს, 8 მატჩი ფრედ დაასრულეს,19 დათმეს და ელიტიდან გავარდნას სასწაულებრივად გადაურჩნენ. მომდევნო წელს, ინგლისის პრემიერლიგის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, "ლესტერმა" სრულიად საფეხბურთო სამყარო გააოგნა. გასულ წელს, "უოტფორდმა" ანალოგიური შედეგი დააფიქსირა. 11 შეხვედრის მოგების, 8 მატჩის ფრედ დასრულებისა და 19-ის წაგების შემდეგ, კლუბმა 41 ქულით, მე-14 პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა. მიმდინარე სეზონში კი "უოტფორდი" ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. "ბრაიტონის", "ბარნლის", "კრისტალ პალასისა" და "ტოტენჰემის" დამარცხების შემდეგ, ხავი გრასიას გუნდი მესამე ადგილს იკავებს პრემიერლიგაში და ლიდერებს მხოლოდ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობით ჩამორჩება.

სხვა სტატიები