Belive

თითქმის გადაწყვეტილია: მაკედონიის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოსთან ვერ ითამაშებს, მეორე - ტესტის პასუხს ელოდება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებთან გასამართი ისტორიული შეხვედრის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს საკადრო პრობლემა შეექმნა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ თბილისში ჩვენი მეტოქე დიდი დანაკლისით ჩამოვა. იგორ ანგელოვსკის გუნდი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, არიან ადემის გარეშე დარჩა, რომელიც ზაგრების "დინამოს" ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა. ინფორმაციას მაკედონიური გამოცემა Derbi.mk ავრცელებს და წერს, რომ ადემი საქართველოში შესაძლოა მაინც გამოემგზავროს, რათა თუ თამაშის მცირე შანსი მაინც მიეცემა, შემადგენლობაში მოხვდეს, თუმცა პრაქტიკაში ამის განხორციელება ძალიან რთული იქნება. ანგელოვსკიმ შემქნილი მდგომარეობის გამო ნაკრებში დამატებით "შკენდიას" ფეხბურთელ ენურ ტოტრეს უხმო. მაკედონიურ პრესაში წერენ იმასაც, რომ გუნდში კორონავირუსის ტესტზე პასუხს ელოდებიან, რომელიც მათ ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელ კირე რისტევსკის ჩაუტარდა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება.ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები