Belive

თომას მიულერი ბაიერნის რეკორდსმენია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
18 სექტემბერს უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა, სადაც მიუნხენის "ბაიერნმა" სერბულ "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლა და 3-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა. "ბაიერნისა" და "ცრვენა ზვეზდას" დაპირისპირების 83-ე წუთზე "რეკორდმაისტერის" თავკაცის ნიკო კოვაჩის გადაწყვეტილებით მოედანზე თომას მიულერი შემოვიდა, რომელმაც დამატებითი დროის პირველ წუთზე ალკანტარას საგოლე გადაცემით ლამაზი გოლის გატანაც მოახერხა. აღნიშნული შეხვედრა თომას მიულერისათვის სარეკორდო გახლდათ, ვინაიდან მან ჩემპიონთა ლიგაზე 106-ე შეხვედრა ჩაატარა, რითაც გუნდის ისტორიაში შევიდა - აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი ფილიპ ლამს ეკუთვნოდა, რომელმაც ევროსარბიელის აღნიშნულ ტურნირზე 105 შეხვედრა ჩაატარა.  

სხვა სტატიები